saqarTvelos tbebi - didi oqrowyalis tba

მდებარეობა გუდაუთის მუნიციპალიტეტი
კოორდინატები 42°58`36` ჩ. გ. 41°55`13` ა. გ.
ფართობი 0.1 კმ²
მოცულობა 0.0012 კმ³
საშუალო სიღრმე 12 მ
მაქსიმალური სიღრმე 26.5 მ
აუზის ფართობი 2.2 კმ²

 

კარული ტბა საქართველოში, გუდაუთის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს კოდორის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე. ზღვის დონიდან 2403 მ. სარკის ფართობი 0,1 კმ2, აუზის ფართობი 2,2 კმ2, უდიდესი სიღრმე 26,5 მ, საშუალო სიღრმე 12 მ, წყლის მოცულობა 1,2 მლნ. მ3. საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. გამდინარეა. მაღალი დონე აქვს გაზაფხულ-ზაფხულში, ზამთარში დაბალი. ტბაში თევზი არ არის. ზამთარში იყინება, წყალი სუფთა და გამჭვირვალეა.